Wednesday, February 11, 2015

დედის მოსვლამდე

მამა დედინაცვალმა გაზარდა. მამიდები იტყოდნენ ხოლმე, დედინაცვალი ზღაპარშიც გვეჯავრებოდაო, მაგრამ მამაჩემი გამზრდელს დედას ეძახდა. ორი წლისა დაობლდა და ფაქტობრივად დედინაცვლის სუნმა დედისა ჩაანაცვლა.
ასეთი ადამიანები, სხვის სისხლსა და ხორცს რომ მიიკრავენ და კარგად თუ ცუდად რომ ზრდიან, რომ იტვირთავენ ხოლმე, ძლიერი ადამიანები არიან. ასეთ ძლიერ ადამიანებს ხშირად საკუთარი შვილები არ ეძლევათ და ალბათ სწორედ იმიტომ არ ეძლევათ, რომ განსაკუთრებით ძლიერები არიან.
მაგრამ ეს პოსტი მე მაინც სულ სხვა რამეზე მინდა დავწერო. ეს პოსტი მე იმ ბავშვებს მინდა მივუძღვნა, ვისაც დედაც ჰყავთ და მამაც, ან ერთ-ერთი მაინც ჰყავთ.
ჩემო ბავშვებო, არ ვიცი ამას ოდესმე წაიკითხავთ თუ არა და თუ წაიკითხავთ, გულთან მიიტანთ თუ არა, მაგრამ მე მაინც თქვენი იმედი მაქვს. მინდა იცოდეთ, რომ თქვენ ყველაზე მეტის გაკეთება შეგიძლიათ განსაკუთრებით ახლა, როდესაც თქვენი სულები ისევ სუფთა და სათუთია. ნურასოდეს აწყენინებთ მეგობრებს, კლასელებს, ნაცნობებს და უცნობებს, ვისაც დედა ან მამა არ ჰყავთ. ბავშვებო, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ როდესაც თქვენ ავად ხდებით და დედა საბანს შემოგიკეცავთ, სწორედ მისი ხელების სითბო გკურნავთ და არა ექიმის გამოწერილი აბები. ზოგ ბავშვს კი, სამწუხაროდ, დედიკო არ ჰყავს. როდესაც თქვენ სიბნელის ერთი წამი ძალიან გეშინიათ, მაგრამ გაგახსენდებათ მამის ძლიერი მკლავები და სიბნელესაც უკვე თქვენი ეშინია, გაიხსენეთ ისიც, რომ ბევრ ბავშვს მამიკო არ ჰყავს. როდესაც თქვენ არ ზრუნავთ იმაზე, რა ჩაიცვათ, რა სათამაშოთი გაერთოთ და რა ჭამოთ, არიან ბავშვები, ვისაც მშობლები არ ჰყავთ და ისინი ამაზე ფიქრობენ, თქვენ და სწორედ თქვენ უნდა დაეხმაროთ მათ, ჩვენ, უფროსებს უკვე გულები გვაქვს გაცივებული.
როდესაც თქვენ წაიქცევით და მუხლებს ტირილით გადაიყვლეფთ ხოლმე, დედა ან მამა ყოველთვის გულში ჩაგიკრავთ და დაგამშვიდებთ. იმ ბავშვებს კი, ვისაც მშობლები არ ჰყავთ არავინ ამშვიდებს ასე.
როდესაც თქვენ უნებურად თუ ნებით რაიმეს დააშავებთ, მეზობლის შუშას ბურთით გატეხავთ ან შემთხვევით გუნდას გაარტყამთ გამვლელ პოლიციელს, ან სულაც გაკვეთილზე მეათედ დააგვიანებთ, ყოველთვის იცით, რომ დედიკო ან მამიკო ადრე თუ გვიან გაპატიებთ, მაგრამ არიან ისეთი ბავშვები, ვისაც ასეთი მპატიებელი არ ჰყავთ.
გახსოვთ ტომ სოიერი? როგორი კეთილი ბიჭი იყო? მერე რა თუ ხშირად ცელქობდა, მურაბებს ჩუმ-ჩუმად ჭამდა ან გაკვეთილებს ცოტა ნაკლებად კარგად სწავლობდა, მთავარია, ის გულისხმიერი ბიჭი იყო - უდედმამოდ გაზრდილი ჰეკი როგორ უყვარდა, ფერადკანიან ჯიმს როგორ იცავდა, საჩუქრები არავისთვის ენანებოდა. ამიტომაც უყვარდათ ტომი ყველას და როცა გაიზარდა, ალბათ ესეც გახსოვთ, ქალაქის თავიც კი გახდა.
დაიწყეთ თქვენ ირგვლივ, კლასელებისგან, მეზობლებისგან და თუნდაც საკუთარი თავისგან. როდესაც უდედმამო ბავშვი გაწყენინებთ, განსაკუთრებით აპატიეთ, მაგრამ აპატიეთ ჩუმად, ისე, რომ არავინ გაიგოს. იცოდეთ მხოლოდ თქვენ და მეორე ბავშვმა.
ხშირად სთხოვეთ ხოლმე მშობლებს, ჩაგკიდონ ხელი და წაგიყვანონ ისეთ ბავშვებთან, ვისი დედიკო და მამიკო შორს არიან. დამიჯერეთ, ასეთი ბავშვები ძალიან კარგი მეგობრები არიან, მათ განსაკუთრებულად იციან ადამიანური სითბოს ფასი, თქვენ კი სწორედ ასეთი მეგობრები გჭირდებათ.
აჩუქეთ სხვას ისეთი განსაკუთრებული ნივთი, რაც ძალიან გიყვართ მათ კი არ აქვთ (შეიძლება მშობლებმა ამის გამო ცოტა კი მოგჩეჩონ, მაგრამ არაფერია, კანის მასაჟია). თუნდაც სათამაშო აჩუქეთ ბავშვს, ვისაც ის არ აქვს, ან თუ არაფრის ჩუქება შეგიძლიათ, დავალება გადააწერინეთ (ვიცი, მასწავლებლები ამას რომ ნახავენ, გაბრაზდებიან, მაგრამ დაე, დარჩეს ჩვენ შორის, თქვენ კი ერთ საყვედურს აიტანთ), შეაქეთ და არასოდეს დასცინოთ, იცოდეთ, დაცინვა ადამიანს ძალიან აბოროტებს, თქვენ კი იცით, რომ გამარჯვებული მხოლოდ კეთილია ხოლმე.
დაიმახსოვრეთ, როდესაც თქვენ გულს სტკენთ ბავშვებს, ვისაც რომელიმე მშობლები არ ჰყავს, ისინი ღამით ძალიან ცუდ სიზმრებს ხედავენ, ბოროტ ძიებს და მახინჯ დეიდებს ხედავენ, ვინც მათ შეჭმას უპირებს, მაგრამ საკმარისია მოეფეროთ, აპატიოთ და უბრალოდ იმეგობროთ მათთან, რომ მათ სიზმრებში კეთილი ბიძები მოდიან საჩუქრებით ხელში, ხოლო მხიარულ და ლამაზ დეიდებს ძალიან თბილი და ნაზი ხელები აქვთ, როგორც თქვენ დედიკოებს, ძილის წინ რომ საბანს შემოგიკეცავენ ხოლმე.
ჩემო ბავშვებო, ჩემო პატარა მეგობრებო, იცოდეთ, რომ ბავშვები, ვისაც დედა და მამა არ ჰყავთ, მთელი ცხოვრება მშობლების გამოჩენას ელოდებიან, თქვენ, მე და ბევრ სხვას კი შეგვიძლია ეს ტკივილი ბევრად შევუმსუბუქოთ. აბა წარმოიდგინეთ, რა ძლიერები ვიქნებით, როდესაც სხვა ადამიანს ტკივილს შევუმსუბუქებთ, რომელი დიდი ექიმი შეგვედრება? ან რომელი ჯარისკაცი გვაჯობებს, როცა მეგობარს გასაჭირში გვერდით დავუდგებით? მასწავლებელი გაგვეჯიბრება, როცა კლასელს დავალების გაკეთებაში დავეხმარებით? თუ დიდ ქველმოქმედებსაც კი შეშურდებათ, როდესაც ყველაზე საყვარელ თოჯინასა თუ მანქანას იმათ ვაჩუქებთ, ვისაც დედიკო და მამიკო არ ჰყავს?
და როდესაც ყველაფერ ამას შეასრულებთ, როდესაც თანაგრძნობას გაზრდით თქვენში, როდესაც უფროსები გკითხავენ, ვინ უნდა გამოხვიდე? შეგიძლიათ უპასუხოთ, მე უკვე ვარ, ადამიანი.

Friday, January 23, 2015

ევროპელი ხევისბერი (სინოფსისი)

გურამ მეგრელიშვილი
ევროპელი ხევისბერი
სინოფსისი

1999 წელი.
ნიკოლოზი (იგივე ნიკლასი, როგორც მას გერმანიაში ეძახდნენ) მთიან საქართველოში დაბადებული ხევისბერის შთამომავალია. ჯერ კიდევ სკოლის ასაკში, მამის დაჟინებული მეცადინეობით, ნიკოლოზი გერმანიაში სასწავლებლად გაამგზავრეს, სადაც ის დარჩა და ჩვეულებრივი ემიგრანტის ცხოვრებით ცხოვრება განაგრძო.
ნიკოლოზმა (ნიკლასმა) საქართველოში დაბრუნებაზე ფიქრი მას შემდეგ შეწყვიტა, რაც მშობლები ავტოკატასტროფაში დაეხოცნენ, ცოცხალი დარჩა მხოლოდ ხევისბერი ბაბუა, რომელიც ტრადიციული პატრიარქალური საზოგადოების უკანასკნელი წარმომადგენელი იყო მის სოფელში.
ნიკოლოზს გერმანიაში იოლი ცხოვრება არ ჰქონია. იმისათვის, რომ თავი რამენაირად ერჩინა (მშობლების სიკვდილის შემდეგ ის საკუთარი თავის ანაბარა დარჩა), თავის ორ მეგობართან ერთად ყველაფერზე მიდიოდა - დაწყებული პედოფილ კაცებთან ურთიერთობით, დამთავრებული მოპარული მანქანების დაშლით და ნაწილების გაყიდვით. რამდენიმე წლიანი რთული ცხოვრების მერე კი, ქართველმა ემიგრანტმა მოახერხა და სტაბილურ ცხოვრებას მიაღწია - თურქ და გერმანელ მეგობრებთან ერთად ავტოსარემონტო გახსნა.
თითქოს ყველაფერი დალაგდა და სტაბილურადაა. ნიკოლოზი გერმანული პასპორტის მოლოდინშია, მან საბოლოოდ თქვა უარი საკუთარ სამშობლოზე - ის აპირებს გერმანული ცივილიზაციის ნაწილი გახდეს, რომელზეც თავის დროზე მამამისიც ოცნებობდა, მაგრამ ავტოსახელოსნოში ორი ქართველი შემოდის. ისინი ნიკოლოზს ეცნობიან და ეუბნებიან, რომ თავადაც ემიგრაციაში ცხოვრობენ, მაგრამ წარმოშობით იმავე მხარიდან არიან, საიდანაც ნიკოლოზია. ხევისბერი, ნიკოლოზის ბაბუა გარდაიცვალა. ადგილობრივი ტრადიციის მიხედვით კი, ხევისბერი მემკვიდრეს თავად ასახელებს. თუ მემკვიდრე უარს იტყვის ხევისბერობაზე, წყევლა მის შთამომავლობაზეც და სოფელზეც გადავა.
ნიკოლოზისთვის ეს ცრურწმენები კარგა ხნის წინ ჩაბარდა წარსულს. მას სამშობლოსთან მოგონებებიც კი აღარ აკავშირებს. მაგრამ სტუმრები ჯიუტად ითხოვენ ნიკოლოზის საქართველოში დაბრუნებას, რადგან თემის გადაწყვეტილება პიროვნულ არჩევანზე გაცილებით დიდია.
თავდაპირველად ნიკოლოზს სასაცილოდ არ ჰყოფნის სტუმრების მოთხოვნაც და მუქარაც, მაგრამ როდესაც მოსულები აქტიურ ქმედებებზე გადადიან (ისინი ევროპაში მცხოვრები კრიმინალური დაჯგუფების წევრები არიან), ავტოსახელოსნოში დაუწვავენ ორ მანქანას (პოლიციაში ჩივილი საქმეს ვერ ცვლის) და მთლიანად სახელოსნოს გადაბუგვითაც იმუქრებიან, ნიკოლოზი გადაწყვეტს დამორჩილდეს მოსულებს, დროებით დაბრუნდეს საქართველოში, რათა მის გამო მეგობრების წლობით ნაგროვები ნაშრომი წყალში არ ჩაიყაროს.
მეგობრები, თურქი ბორა და გერმანელი კასპარი (რომელიც ფულს დის ემიგრანტებზე ფიქტიური გათხოვებით  შოულობს) გადაწყვეტენ მოინახულონ ნიკლასი და მოტოციკლეტებით საქართველოში ჩამოდიან.
ნიკლასი შეცვლილია. თუ გერმანიაში ის ცნობილი იყო თავისი პეწენიკობით, ახლა ნახევრად გომურში ცხოვრობს საქონელთან ერთად. ახალგაზრდა კაცს წვერი მოუშვია და საკუთარი პატრიარქალური საზოგადოების ცხოვრებით ცხოვრობს - აღასრულებს ყველა წესს, რაც ევალება ხევისბერს, სხვა დროს კი რიგითი მწყემსია.
ნიკლასს მეგობრების დანახვა დიდად არ უხარია. ოთხი წლის მანძილზე, რაც ის საქართველოში დაბრუნდა, მოახერხა და დაივიწყა ყველაფერი რაც ევროპასთან, გერმანიასთან აკავშირებდა. მისთვის ახლა ეს რეალობაა მნიშვნელოვანი და ცდილობს საზოგადოების სრულფასოვან წევრად იქცეს ფორმალურად მაინც.
მეგობრები ათი დღე აპირებენ ნიკლასთან დარჩენას, მერე კი მის გერმანიაში დაბრუნებაზე ფიქრს ერთად დაიწყებენ. ბორა უკვე გერმანიის მოქალაქეა, ის დაეხმარება ნიკლასს ევროპაში დაბრუნებაში.
მხიარული კასპარი ენობრივი ბარიერის მიუხედავად ადვილად ახერხებს ადგილობრივებთან კომუნიკაციას. ნიკლასი ცდილობს მეგობრები მაქსიმალურად მოაშოროს თანასოფლელებს და რაც შეიძლება მალე გაამგზავროს შინ, რადგან კასპარის სექსუალური ორიენტაცია, შეიძლება იქაურებისთვის დაძაბულობის მიზეზად იქცეს, მაგრამ ერთ-ერთი თანასოფლელი გუჯა ნიკოლოზს და მის სტუმრებს სახლში დაპატიჟებს, სადაც მთვრალი მასპინძელი ბორას აუხირდება ჩემ დას ცუდი თვალით უყურებდიო. ბორა ცდილობს გაერიდოს სიტუაციას და ნიკოლოზის სახლისკენ შეუმჩნევლად წავიდეს.
მთვრალი ბორა გზად გუჯას სათივესთან ჩერდება მოსასაქმებლად. სათივედან კი ქალის კვნესის ხმა ისმის. ბორა ათვალიერებს სათივეს და პირაკრულ, დაბმულ თხუთმეტიოდე წლის გოგოს პოულობს.
გოგო რომელიღაც მომიჯნავე რეგიონიდანაა მოტაცებული. თავის დროზე, გუჯას და იმ მომიჯნავე სოფლიდან მოიტაცეს, მაგრამ ორი კვირის თავზე უკან მოაბრუნეს იმ მიზეზით, რომ გოგო ქალწული არ იყო. გუჯას ოჯახი დიდ სირცხვილშია. მისი და ვეღარასოდეს გათხოვდება, გარდა ამისა, მათ ღირსებას ჩრდილი მიადგა. სამაგიეროდ, გუჯამ იმავე სოფლიდან მართალია სულ სხვა ოჯახის, მაგრამ მაინც გოგო მოიტაცა, რომელსაც ორიოდე კვირის თავზე უკან იმავე მიზეზით დააბრუნებს, რა მიზეზითაც მისი და დაიწუნეს.
ბორა ვერ ბედავს გოგოს გათავისუფლებას, მაგრამ მობრუნებულ ნიკოლოზს სიტუაციაში გარკვევას სთხოვს. ნიკოლოზი ბორას სთხოვს დაივიწყოს ნანახი და მთვრალი მეგობრები იძინებენ.
გამთენიისას თანასოფლელები ცეცხლანთებული მაშხალებით, თოფებით და ავტომატებით შეიარაღებულები მიადგებიან ნიკოლოზის სახლს და დამნაშავის მათთვის გადაცემას ითხოვენ. დამნაშავე კი როგორც აღმოჩნდება, კასპარია, რომელმაც ღამით ჩუმად გაათავისუფლა დაბმული გოგო.
ნიკოლოზი არწმუნებს მოსულებს, რომ მისი მეგობარი არაფერ შუაშია, გოგო თავად გაუშვა. თანასოფლელებს ის მიყავთ დასასჯელად.




სიტყვების რაოდენობა: 3646

ტრილოგია ვასია(უ) (სინოფსისი)

ტრილოგია ვასია(უ)
სინოფსისი

ვასია(უ) არის წარუმატებელი ობივატელი ადამიანის ცხოვრების ქრონოლოგია შეშინებული ბავშვიდან ზრდასრულ მამაკაცამდე, როდესაც გმირი საბოლოოდ გადაწყვეტს გაიზარდოს.
ციკლის პირველი მოთხრობა „როგორ ვერ გახდა ვასია(უ) მანიაკი“ იმაზეა, თუ როგორ ცდილობს მამის ჩრდილში მყოფი ვასია(უ) საკუთარი „მე“-ს დემონსტრირებას, მაგრამ არც ოჯახში გამოსდის ამის დამტკიცება, არც გარეთ. გაბრაზებული კაცი გადაწყვეტს მანიაკი გახდეს და ბნელ ქუჩაში გამოსული მსხვერპლ ქალს თავს დაესხმევა, მაგრამ ესეც არ გამოსდის, ქალი იქით შეაშინებს თავდამსხმელს.

ციკლის მეორე მოთხრობა „როგორ ვერ გახდა ვასია(უ) გმირი“ პროტაგონისტის შინაგან ბრძოლაზე გვიყვება. ვასია(უ)მ გადაწყვიტა რაღაც შეცვალოს ცხოვრებაში, ცოლის ღალატზე თვალი აღარ დახუჭოს, შვილებმა ღირსეულად გასცენ  პასუხი, სამსახურში მჩვარად აღარ ჩათვალონ, მგზავრებმა შეურაცხყოფა აღარ მიაყენონ (ავტობუსის მძღოლია) და ასე შემდეგ. ვასია(უ) ათეისტია, მას კი წმინდა პაფნუტი ესიზმრება ყოველ ღამე. გმირი გაურკვევლობაშია და გადაწყვეტს დახმარებისათვის ეკლესიაში მივიდეს, მაგრამ მისული გაბრაზდება ღმერთზეც და უკან გაბრუნდება.

ციკლის მესამე მოთხრობა „როგორ შეუყვარდა ვასია(უ)ს საკუთარი თავი“ იწყება ამბით, თუ როგორ მოიპოვა პროტაგონისტმა ცოლ-შვილის, მეზობლების კეთილგანწყობა - ის მაღალანაზღაურებად სამსახურში მუშაობს და სასურველი სტუმარია ყველგან. ვასია(უ)მ გადაწყვიტა ის, რაც 50 წლის მანძილზე არ ჰქონდა, აინაზღაუროს, ყიდულობს ძვირადღირებულ ტექნიკას, სახლს, მანქანას (განვადებით) და ცხოვრებით ტკბება, მაგრამ სიზმრების სტუმარი წმინდა პაფნუტი მოსვენებას არ აძლევს და უკიჭინებს, რომ საკუთარი თავის პატივისცემა და სიყვარული უმთავრესია. ერთხელ, სამსახურის ხელმძღვანელი შეურაცხყოფას მიაყენებს ვასია(უ)ს. მსგავსი და უარესი შეურაცხყოფა აქამდეც ბევრი ყოფილა, მაგრამ ვასია(უ) გადაწყვეტს აღარ მოითმინოს, ფეხებზე დაიკიდოს ცოლიც, შვილებიც, ვალებიც და ტყეში დასასვენებლად წავიდეს.

სიტყვების რაოდენობა: 9943


ლილი (სინოფსისი)

ლილი
სინოფსისი

მოთხრობა ვარიაცია ჯეიმს ჯოისის ერთ-ერთ ცნობილ მოთხრობაზე „ეველინა“ წიგნიდან „დუბლინელები“.
ლილი გაუთხოვრად დარჩენილი მორწმუნე ქალია, ვისაც ყოველ ღამე სექსუალური აქტი ესიზმრება. ლილი ცდილობს განდევნოს ეს „მაცდური“ აზრები და საკუთარი ძმიშვილებზე ზრუნვით გაატაროს დრო.
ლილის ერთადერთი გასართობი და მეგობარი კი მისი კატა „ჯემალია“, რომელსაც მარხვის პერიოდში თევზს და რძეს უკრძალავს.
ლილი მეტროსადგურში გაიცნობს კაცს, რომელსაც ეჩვენება, რომ ძალიან მოეწონა ქალი, სინამდვილეში კი კაცი ჯიბის ქურდია და ლილის ჩანთას მოპარავს.


სიტყვების რაოდენობა: 1218

Теимураз Оврагов (სინოფსისი)

Теимураз Оврагов
სინოფსისი

მოთხრობა არის ცნობილი რეპრესირებული ქართველი მწერლის მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობის „ჯაყოს ხიზნები“ გაგრძელებას. ცნობილია, რომ 1937 წელს დახვრეტილ მწერალს ჰქონდა გამოქვეყნებული მოთხრობის გაგრძელების მონახაზი, რომელიც სამწუხაროდ ვეღარ მოესწრო. „ჯაყოს ხიზნების“ სიუჟეტი შიდა ქართლში ვითარდება (ამჟამად კონფლიქტურ დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში), სადაც ქართველი თავადი, თეიმურაზ ხევისთავი საკუთარი მოჯამაგირის, ეროვნებით ოსი ჯაყოს ვერაგობის მსხვერპლი ხდება - ჯაყო მის ცოლს გააუპატიურებს, შემდეგ კი თეიმურაზს წაართმევს ცოლსაც, სახლსაც და სახელსაც.
თავის დროზე, მიხეილ ჯავახიშვილმა თავის ეპატაჟურ, პოლიტიკური სატირისა და ქვეტექსტების შემცველ წიგნში, მომავალი საქართველოს უახლოესი ისტორიის ბედი განჭვრიტა, რის გამოც კომუნისტურმა წყობამ ის სიკვდილით დასაჯა.
გურამ მეგრელიშვილის მოთხრობაში „Теимураз Оврагов“ „ჯაყოს ხიზნების“ ასევე პოლიტიკური ქვეტექსტების გაგრძელების ცდაა. თეიმურაზ ხევისთავი, მოჯამაგირისგან ცოლწართმეული და ნამუსშერცხვენილი ახალმოსულ პოლიტიკურ ძალას, ბოლშევიკებს და მათ მიერ შექმნილ კომუნისტურ პარტიას მიეკედლება და იდეოლოგ მწერლად იქცევა. ჯაყო თავადაც მსხვერპლი ხდება, ამჯერად კომუნისტი რაიკომის მდივნის, რომელმაც ახლა თავის მხრივ მას წაართვა ცოლი, მარგო და დასჯის მიზნით ენაც მოაჭრა.
ხევისთავი შეცვლილია, მას სურვილი აქვს საკუთარი კალამი, ძალა გამოიყენოს და კომუნისტი რაიკომის მდივანი დააჭერინოს, ყოფილი ცოლი მარგო კი ამ კუთხით დაიბრუნოს უკან.


სიტყვების რაოდენობა: 2884

ჩემი და, თეკლა (სინოფსისი)

ჩემი და, თეკლა
სინოფსისი

ჩვეულებრივი თბილისური ოჯახი საკუთარი არასრულწლოვანი გოგოს მოტაცების შესახებ ცნობას მესამე დღეს იგებს, როდესაც აღმოჩნდება, რომ ნათესავთან დასასვენებლად წასული ქალიშვილი, ადგილობრივმა ბიჭმა მოიტაცა.
მოტაცება საქართველოში ადამიანის გატაცებასთან არ ასოცირდება, მოტაცება ეს არის ქორწინების სახე-სხვაობა, როდესაც კაცი იძულების წესით, რამდენიმე მეგობრის თანამონაწილეობით მომავალ მეუღლეს გაიტაცებს, ამყარებს მასთან სქესობრივ კავშირს და ამის შემდეგ სთხოვს ცოლობას. როგორც წესი, ასეთი „ხელის თხოვნის“ შემდეგ გოგონები ოჯახში რჩებიან, რადგან საზოგადოებრივი აზრი „მონატაცები“ ქალის სასარგებლოდ არ არის განწყობილი.
თეკლა ასეთი მოტაცებული არასრულწლოვანი გოგოა. მისი საქმრო კონფლიქტური რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული პირია, ვინც დროებითი სასაზღვრო ზოლის მახლობელ სოფელში ცხოვრობს.
თეკლას ოჯახის წევრები აკითხავენ შვილს და სადღესასწაულო, წინასაქორწილო გასაცნობ სუფრასთან იცნობენ სიძესაც და მის ოჯახსაც. ხურდება ლხინი, მართალი ნაძალადევი, მაგრამ მაინც ლხინი, რომელსაც სიძის მამა არ ესწრება. როგორც ჩანს, კაცს ომის საშინელებები ჯეროვნად ვერ მოუნელებია, ის ჩაკეტილ ცხოვრებას ეწევა და საზოგადოებას გაურბის.
მეორე დღეს გამთენიისას, თეკლას ოჯახის წევრებს სამი გასროლის ხმა აღვიძებს. ირკვევა, რომ სიძის მძიმე სულიერ კრიზისში მყოფმა თავადაც ძალადობის მსხვერპლმა მამამ სანადირო თოფით დახოცა ცოლ-შვილიც და ძალადობით მოყვანილი რძალი, თეკლაც.

სიტყვების რაოდენობა: 1585 

ექსკლუზივი (სინოფსისი)

ექსკლუზივი
სინოფსისი

სოხუმში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ტარდება, სადაც ამერიკიდან ჩამოსული ახალგაზრდა აუტიზმის სინდრომით დაავადებული მეცნიერი სიტყვით გამოდის. გუნაი მამედზადე იმ წელს ნობელის პრემიაზე წარდგენილი კანდიდატია, მთელი მსოფლიოს ყურადღება ამ ახალგაზრდა ადამიანისკენაა მიმართული, ამიტომ თბილისელი ჟურნალისტი ექსკლუზიური ინტერვიუსთვის სოხუმში სპეციალური მივლინებით მიემგზავრება.
კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, ახალგაზრდა მეცნიერი ცუდად გახდება და სასტუმროს ნომერში განმარტოვდება. ჟურნალისტი ახერხებს გუნაისთან შეხვედრას და მასთან ინტერვიუს ჩაწერას, მაგრამ რაღაც ბოლომდე არ თქმულა, მამედზადე ძალიან დაძაბულია, სოხუმმა, საქართველომ მასში ისეთი მოგონებები წამოწია წინ, რისი თქმაც ვინმესთვის აუცილებელია. გუნაი ჟურნალისტს ენდობა და ინტერვიუს შემდეგ ადამიანურად გაეხსნება, მოუყვება თავის ნამდვილ ამბავს, მისი ოჯახის ტრაგედიას და თავისი, როგორც აუტიზმის სინდრომით დაავადებული ბავშვისადმი საზოგადოების დამოკიდებულებას.
მოუთხრობს იმასაც, რომ მისი გვარი (ეთნიკური აზერბაიჯანელის გვარი) სინამდვილეში დედის აკვიატებით მიანიჭეს, როცა ქალი თბილისში გამოიქცა ყარაბახის კონფლიქტური რეგიონიდან. გუნაის დედას სოფლის ტერტერას მკვლელის შვილი, აზერბაიჯანელი უყვარდა, მაგრამ ძმამ, ოჯახის უსიტყვო თანხმობით, მხოლოდ იმიტომ, რომ საძულველ ეროვნებაზე არ გათხოვილიყო, საკუთარი და გააუპატიურა. აზერბაიჯანელ საქმროს ნამუსახდილი ცოლი აღარ სჭირდება, ახალგაზრდა სომეხ ქალს კი საკუთარ ოჯახში აღარ დაედგომება. 90-იანი წლებია და გუნაი მამედზადეს დედა ამერიკაში მიდის.
ჟურნალისტი ახალგაზრდა მეცნიერის ნაამბობს ჩუმად ჩაიწერს და ექსკლუზიურ მასალას სტუდიას აძლევს, სადაც ერთი რიგითი ადამიანის ტრაგედია არაფრად ფასობს.


სიტყვების რაოდენობა: 4882

ისიც მოკლეს (სინოფსისი)

ისიც მოკლეს
სინოფსისი

მოთხრობა კინო სცენარი უფროა, ვიდრე მოთხრობა. შეიძლება რამდენიმე კინოსცენარიც კი ერთად. ყველაფერი კი მარტივად იწყება, ნუგო ძაღლებს ავარჯიშებს, როცა ერთ-ერთი გაექცევა და მეზობელს უკბენს, მეზობელი პოლიციას იძახებს, პოლიციელი სადარბაზოდან გამოსულ კაცს იმ ბინის ქურდადა მიიჩნევს, ბოლო თვეები ბინებს რომ ტეხავდა, ქურდი გაიქცევა, რადგან პოლიციელი ცოლის მოგზავნილი დეტექტივი ჰგონია, გაქცეულს მანქანა დაარტყამს, სადაც ჯიბის ქურდი ზის, ეკლესიურად ცხოვრება რომ გადაუწყვეტია და ჯიბგირობასაც ვერ ანებებს თავს, ამიტომ გამოსავალს ტაძარში ჯიბგირობით პოულობს, ჯიბგირი მიატოვებს მოპარულ მანქანას და ნაცნობ დალაქთან დაიმალება, დალაქი უცნაური რამეების გამომგონებელია და ამ გამოგონებებს ლექსად წერს. დალაქს დიდი პრობლემა აქვს - მისი უფროსი შვილი ქალის ტანსაცმელში გამოწყობილი დადის...
წრე დაუსრულებლად გრძელდება. თქვენ გაიცნობთ აფერისტ მოლასაც, უშვილო ქალებს რომ აორსულებს და მის მძღოლსაც საკუთარი ცოლი საყვარელი რომ ჰგონია და პირიქით.
ამბები ერთმანეთში უსასრულოდ იხლართება და ბოლოს ისევ იქ მიდის, საიდანაც თხრობა დაიწყო. ნუგო ძაღლებს ავარჯიშებს, დედალი დაბადებულია 6 დეკემბერს, მამალი 19 მაისს, როგორც მშობლები, ძაღლებს სახელებიც ნუგოს მშობლებისა ჰქვია: კობა და ნაირა.


სიტყვების რაოდენობა: 6068

ძმები (სინოფსისი)

ძმები
სინოფსისი

მივარდნილ სოფელში ოჯახი ცხოვრობს - დედა, მამა, ორი ძმა. უფროსი შვილი მამის არაა, მაგრამ ეს საიდუმლო მხოლოდ დედამ იცის, მაგრამ მამაც გუმანით გრძნობს სინამდვილეს და მთელ თავის სიყვარულს უმცროს შვილს ახარჯავს, რომელსაც თავის მხრივ მამა სძულს და მის სიკვდილს ნატრულობს.
უფროს შვილს, ვართანს თავისი პრობლემებიც უამრავი აქვს - მას სექსუალური ცხოვრების შიში აქვს, რაც მშობლების სიახლოვის დანახვის შემდეგ გაუჩნდა. დედა ცდილობს მამასა და შვილებს შორის მედიატორის როლი შეასრულოს, მაგრამ მალევე გარდაიცვლება. ვართანი სრულიად მარტო, ჩაკეტილი და გარიყული რჩება სოფელში. ის გამუდმებული დაცინვის მსხვერპლია ძმისგან, მამისგან და თანასოფლელებისგან. სანადიროდ წასული კაცები მას წყლის მოსატანად აგზავნიან და თოფს არასოდეს ანდობენ.
რამდენიმე წლის მერე, როცა ვართანს ახალშერთულ ცოლთან წარუმატებელი სექსუალური ურთიერთობების ცდა აქვს და ოჯახი დაენგრევა, მის უმცროს ძმას, ლეოს ცოლი მოყავს. გოგო ძალიან გავს ვართანის დედას და ვართანი და მისი რძალი საყვარლები გახდებიან.
გადის წლები და ვართანი თავდაჯერებას გრძნობს, ერთელაც ის ბიძასთან, მამასთან და ძმასთან ერთად სანადიროდ წასვლას გადაწყვეტს, ამჯერად თოფით.
ნადირობისას ვართანს ძმა ირემად ეჩვენება და კლავს.



სიტყვების რაოდენობა: 7812

ბიჭები (სინოფსისი)

ბიჭები
სინოფსისი

მოთხრობის სიუჟეტი ვითარდება თინეიჯერი ბიჭების ირგვლივ. შვიდი მეგობარი, რომელსაც თავისი სხვადასხვა ბავშვური პრობლემა და შიშები აქვს ერთი უბრალო ამბის ირგვლივ ტრიალებენ. შვიდივე განსხვავებულად ყვება ერთმანეთზე ისტორიებს და ამ მონათხრობში მათი მთელი ცხოვრება ჩანს.
დათო, ვისაც ბავშვობაში თავს გადახდენილი სექსუალური ისტორია მოსვენებას არ აძლევს, ლევანი, მშობლების ყოველდღიული ძალადობის ქვეშ რომ იზრდება, რომა, ეთნიკურად რუსულ ოჯახში რომ დაიბადა და ომის შემდეგ თანატოლებისგან ათვალწუნებული რომაა, ნიკა, „იეჰოვას მოწმეების“ ოჯახში რომ ცხოვრობს და ცალკე მეგობრების დაცინვის მსხვერპლია, ცალკე დედის იძულების, გაწყვიტოს ურთიერთობა ყველა განსხვავებული რელიგიის წარმომადგენელთან, ირაკლი, მეზობელი მსუბუქი ყოფაქცევის ქალი რომ უყვარს და სოსო, საკუთარ თავში ახალ, ზოგადადამიანურ ღირებულებებს რომ აღმოაჩენს, რაც მისი მეგობრებისთვის ცოტა გაუგებარია.




სიტყვების რაოდენობა: 8908

ნესი (სინოფსისი)

ნესი
სინოფსისი

ახალგაზრდა ქალი, ნესი თბილისის გარეუბანში ცხოვრობს. ის უცნაური გოგოა, გაურკვეველი წარმოშობის უთქმელი გოგო, რომელიც ყველა კაცთან წვება, ვინც კი სიახლოვეს სთავაზობს, სანაცვლოდ კი ფულს არასოდეს იღებს. ნესითან ერთად ცხოვრობს მისი ყოფილი საყვარელი, კოჭლი, რომელიც გოგოსთან მოსულ სტუმრებს საჭმელს და სიგარეტს სთხოვს ხოლმე და გოგოს კმაყოფაზეა.
ნესის გაიცნობს ახალგაზრდა კაცი, გურამი, ვისაც დაუოკებელი ინტერესი ამოძრავებს გაარკვიოს რა იმალება ქალის ასეთი უცნაური „გულმოწყალების“ უკან. გურამი იწყებს სხვადასხვა ფსიქოთერაპიული სკოლების წარმომადგენლებთან კონსულტაციების გავლას, არ ერიდება ასტროლოგებთან, ეზოთერიკოსებთან და მაგებთან ვიზიტსაც, რომ გაარკვიოს რა აიძულებს ნესის იყოს ის, ვინც არის სინამდვილეში. ამ ძიების პროცესში, გურამს უყვარდება თავისი უცნაური მეგობარი მეძავი, მაგრამ საზოგადოებრივი აზრი, პატრიარქალური საზოგადოების კლიშეები უარს ათქმევინებს სიყვარულზე, რომელიც აქვს. გოგო მისი ცხოვრებიდან ქრება. მოკვდა, მოკლეს, გათხოვდა თუ უცხოეთში გაიქცა ნესი?- რეალური დასასრული მკითხველის ასარჩევია.



სიტყვების რაოდენობა: 5867

გოიმი (სინოფსისი)

გოიმი
სინოფსისი

ვაშლებით მოვაჭრე მატარებელში უცნაურ კაცს ხვდება. კაცი თითქოს უბრალოდ ვინმეა, ბევრსაც არ ლაპარაკობს, ჯიბიდან დროგამოშვებით ქალისა და ბავშვის ფოტოს იღებს და დასცქერის.
ვაშლებით მოვაჭრე თავის გაჭირვებულ ყოფაზე ჩამოაგდებს სიტყვას და თანამგზავრი საფულეს გახსნის და ფულს აჩუქებს. ვაშლით მოვაჭრე კიდევ მოუყვება როგორ ელოდება სახლში მომაკვდავი ცოლი, თანამგზავრი კიდევ აჩუქებს ფულს და ასე გრძელდება გზის გარკვეული ნაწილი. მერე ორივენი ჩუმდებიან. ვაშლებით მოვაჭრე თანამგზავრს უყურებს და ფიქრობს, რომ ასეთი ადამიანებისთვის ადვილია ცხოვრება, რომ მათთვის ის ტკიცინა დოლარები რაც საფულით დააქვთ, გროშებია, თავს ამეტებენ გაჭირვებულ ხალხს და სინამდვილეში, იქნებ ეზიზღებათ კიდეც ისინი. თანამგზავრს სძინავს. ძილზე ეტყობა, რა უშფოთველი ცხოვრებაც აქვს, ალბათ ცხოვრებაში პრობლემაც კი არასოდეს ჰქონია.
და ვაშლით მოვაჭრე თანამგზავრს საფულედან ფულის დარჩენილ ნაწილსაც მოპარავს.

სიტყვების რაოდენობა: 2042

მრავალჯერადი ბოთლები (სინოფსისი)

მრავალჯერადი ბოთლები
სინოფსისი

31 დეკემბერი. ქართული ოჯახი ახალი წლისთვის ემზადება. ვორკაჰოლიკი მამა, რომელიც სამსახურში მიდის, დედა ახალ ყველა დღესასწაულს სილამაზის სალონში რომ ხვდება, უფროსი ბიჭი „ყოფილი ნარკომანი“, შუათანა გოგო, ეკლესიაში ბიჭებთან შესახვედრად რომ დადის, უმცროსი კომპიუტერდამოკიდებული ბიჭი და ბაბუა, საახალწლო სუფრაზე ფიქრში რომ ატარებს დროს.
უფროსი შვილი ნარკორეალიზატორს ხვდება, რომელსაც ცუდი წამალი აქვს გასაყიდი. რამდენიმე ნარკომანი ერთად იკრიბება, რომ დოზის ყიდვა შეძლონ და გაიყონ. მათ შორისაა გოჭების გამყიდველი აფერისტი რაიონიდან, რომელიც წონის მომატების მიზნით გოჭებს უკანალიდან ბოთლებს უტენის.
საბოლოოდ ყველა იკრიბება სახლში ნარკომანი შვილის გარდა, რომელიც მორგში წევს გოჭების გამყიდველ აფერისტთან ერთად. მათ გაკვეთაზე ორი ნარკომანი მუშაობს, რომლებსაც გარდაცვლილები ძალიან გამხდრები ეჩვენებათ და მუცელში ბოთლების ჩალაგებას გადაწყვეტენ.


სიტყვების რაოდენობა: 3088

ფოსტის ყუთი (სინოფსისი)

ფოსტის ყუთი
სინოფსისი

აეროპორტში, საერთო მოხმარების კომპიუტერთან ტურისტს გახსნილი იმეილი რჩება, რომელსაც ნაწარმოების ავტორი კითხულობს. მოთხრობაში სამი ამბავი ერთდროულად ვითარდება, სამივეს მთავარი აზრი კი იუდას ისტორიაა. როგორ გახდა იუდა ის, ვინც გახდა. ვინ იყო და რა მიზნით გასცა ქრისტე? ნარკომანი პილატე, ბარაბა, რომელიც ქრისტეს მაგივრად ჯვარცმას ითხოვს, ციხეში გამომწყვდეული მაფიოზები, შეშლილი გერმანელი პროფესორი დოქტორი ჰაუფმანი, ვისაც სჯერა, რომ უძველესი მანუსკრიპტები აღმოაჩინა. ბიბლიური ისტორიების ფანტასტიკური გარდასახვა „ფოსტის ყუთში“ ჩვეულებრივი მოვლენაა. ესაა პოსტმოდერნისტული სიუჟეტური თამაში, სადაც დრო, სივრცე და თხრობა უცნაურად იხლართება ერთმანეთში.
ნაწარმოები რამდენიმე მიმართულებით იკითხება და ყველა თავისებურად ხსნის ამბავს.

სიტყვათა რაოდენობა: 17201


რამდენიმე სიტყვით (სიყვარულზე სინოფსისი)

რამდენიმე სიტყვით სიყვარულზე
სინოფსისი

სადაა უსიყვარულობის სათავე? ნამდვილად გვიყვარს კი ისინი, ვინც გვიყვარს და როგორ გავარჩიოთ სიყვარული თავკერძობისგან?
შეიძლება თუ არა საკუთარი დაწერილი ნაწარმოებები თერაპიის და დაკვირვების საგანი გახდეს? რა მოხდება, თუ მწერალი პერსონაჟი გახდება და უკვე დაწერილი ნაწარმოებების გადაკეთებას ტექსტებში შესვლით დაიწყებს? შეუძლია სიყვარულს შეცვალოს სამყარო, თუ სამყაროს შეუძლია შეცვალოს სიყვარული?
თქვენ წინ ნამდვილი პოსტმოდერნისტული გართობა გელით. იმოგზაურებთ ნაწარმოებიდან ნაწარმოებში, პერსონაჟიდან პერსონაჟში, წიგნიდან რეალობაში. სად იწყება რეალობა და სად მთავრდება გამონაგონი, როდესაც მწერალი სიმართლეს და შეთხზულს ერთმანეთში აურევს?


სიტყვების რაოდენობა: 11085

მღვდელი (სინოფსისი)

მღვდელი
სინოფსისი

მთიან სოფელში ოჯახი ლოგინად ჩავარდნილ მოხუც ქალს ვეღარ უვლის. შვილი დედის პატრონობის უცნაურ ხერხს მიმართავს და მის გათხოვებას გადაწყვეტს, მზითევში კი მიწას და ზედ მდგარ პატარა სახლს ატანს. სოფლის მღვდელი, ერთი მოჩხუბარი და მსმელი, მაგრამ პატიოსანი კაცია. ის ცდილობს სოფელს გადაათქმევინოს უცნაური ახირება, მაგრამ ხალხს დროსტარება და ქეიფი უნდა. სასიძო მალე გამოჩნდება, ახალგაზრდა უსახლკარო კაცი, მეზობელი სოფლიდან.
ქორწილი მხიარულად ჩაივლის. მთვრალ სიძეს დედოფალი ხელში აყვანილი მიყავს, როცა ბონდიდან მდინარეში გადაუვარდება. მოხუცი დაიხრჩობა.
მოთხრობა კლდიაშვილის ნაწარმოებების ალუზიაა.

სიტყვების რაოდენობა: 1298

ადამიანის ქალაქი (სინოფსისი)

ადამიანის ქალაქი
სინოფსისი

ჰეროდეს აცნობეს, რომ მის სახელმწიფოში მომავალი მეფე უნდა დაიბადოს. ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტები, მას-მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები ადამიანის უფლებებს იცავენ, ჰეროდეს კი კონკურენტის ეშინია.
საყოველთაო კამპანია აბორტის მხარდასაჭერად პრობლემას ადვილად გადაწყვეტს, საჭირო აღარაა ჩვილების გაწყვეტა, ამას დედები თავადვე გააკეთებენ.


სიტყვების რაოდენობა: 1274

აპოლონის სიზმარი (სინოფსისი)

აპოლონის სიზმარი
სინოფსისი

რა ხასიათზე დადგებით დილით, საშინელ ნაბახუსევზე გაღვიძებულს, სახლის კარებთან მეზობლის პიტბული რომ დაგხვდეთ დაბმული. საშველი კი არსაიდან ჩანდეს, მეზობელი გიცხადებდეთ ძაღლი გაჩუქე და შენ მიხედეო, პოლიცია არ მოდიოდეს, მეზობლებთან ნაჩხუბარი იყოთ, ერთადერთი ქალი კი, ვისი იმედიც გაქვთ, გაბრაზებული გიკიდებდეთ ყურმილს.
და რაც მთავარია, სხვის სიზმარში რომ გაგეღვიძოთ, პერსონაჟად.


სიტყვების რაოდენობა: 3052

ჩამომყრელი (სინოფსისი)

ჩამომყრელი
სინოფსისი

საქართველოში საგადასახადო სისტემა გამკაცრდა, ჩატარებულ სექსუალურ აქტებზე გადასახადი დააწესეს. ეს კარგი შემოსავლის წყაროა მოღალატე ცოლების მიერ დაქირავებული „ჩამომყრელებისათვის“, ვინც სახელმწიფოს ატყუებს, მაგრამ რა მოხდება მაშინ, თუ შენ, „ჩამომყრელს“ ქვითარზე არასწორი გადასახადი მოგივა და „შენს მიერ ჩატარებული სქესობრივი აქტების რაოდენობა, არ ემთხვევა...“

სიტყვების რაოდენობა: 1580

ანტიგლობალისტები (სინოფსისი)

ანტიგლობალისტები
სინოფსისი

ახალგაზრდა სოციალისტური იდეების უსაქმურს არ წარმოუდგენია, რომ მის მიერ წამოსროლილმა ერთმა ფრაზამაც კი შეიძლება რამდენიმე ადამიანის ცხოვრება რადიკალურად შეცვალოს. ყველა იდეას ხომ ყოველთვის გამოუჩნდება ხოლმე ბრმა, რადიკალურად განწყობილი ფანატიკოსი მიმდევარი. ასეთმა მიმდევარმა კი შეიძლება საკუთარი სიტყვების ტყვედაც გაქციოთ.

სიტყვების რაოდენობა: 2736


ჯუპაო სინოფსისი

ჯუპაო
სინოფსისი

სოხუმის „პიტომნიკში“ უცნაური ექსპერიმენტები ტარდება, აქ ცდილობენ ბაბუინებისა და ადამიანის ნაჯვარი გამოიყვანონ, საამისოდ კი ადგილობრივ ბერძენ ალიკას დედალ მაიმუნებთან სექსში ფულს უხდიან.
სამეცნიერო დაწესებულებას ნახევრად შეშლილი დარაჯი ჯუპაო ყავს, რომელიც შუასაუკუნეების წინასწარმეტყველის რიხით ამხელს თანამშრომლებსაც და ალიკასაც.
სამეცნიერო ექსპერიმენტზე ახალგაზრდა აფხაზი მუშაობს, რომელსაც საცოლეს მთელი სანათესაო ურჩევს და ტრადიციული კავკასიური გულმოდგინებით სხვადასხვა გოგოს ახვედრებს.
ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზეა პროტაგონისტი, როცა გაიგებს, რომ ერთ-ერთი მაიმუნი დაორსულდა. მაიმუნი კი მამრობითი სქესისაა.
მოთხრობა სოციალური და პოლიტიკური ალეგორიაა.


სიტყვების რაოდენობა: 2544

დიაგნოზი შვილი სინოფსისი

დიაგნოზი  შვილი
სინოფსისი

ბევრი ფსიქოლოგიური სკოლა ადამიანის ნევროზის საფუძვლებს სექსუალურ ცხოვრებაში ან წარუმატებელ კარიერაში ეძებს, მაგრამ საქართველოში ნევროზის კიდევ ერთი მიზეზი არსებობს, ესაა „შვილობა“, როდესაც მშობლები გამუდმებით ლუპით გაკვირდებიან. ხარ თუ არა წარმატებული მეცნიერი, პედაგოგი თუ პოლიტიკოსი, ისინი მაინც აკონტროლებენ რამდენი ხანი ბანაობ, ეწევი თუ არა სიგარეტს, ხომ არ ხვდები „ცუდ“ ბიჭებს და ასე შემდეგ.
მოთხრობის პროტაგონისტის მთელი პრობლემა სწორედ ესაა. ის, რომ დღენიადაგ სიკვდილზე ფიქრობს 40 წლის ქალი, ჩვეულებრივი მოვლენაა სამეგობროსთვისაც, რადგან მათაც აკვირდებიან, ლუპით აკვირდებიან მშობლები.
გამოსავალი არსებობს, ოჯახიდან წასვლა, წასვლა არა მხოლოდ ფიზიკურად, მენტალურადაც.

სიტყვების რაოდენობა: 1031



მწერალი (სინოფსისი)

მწერალი
სინოფსისი


ახალგაზრდა მწერალი ახალი დაოჯახებულია, შვილს ელოდება მაგრამ სამსახურს ვერ შოულობს რომ ოჯახი არჩინოს.
საგაზეთო განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, მას ბიზნესმენი დაურეკავს და უცნაურ სამსახურს სთავაზობს: კვირაში სამჯერ, მწერალი უნდა მივიდეს ბიზნესმენის სახლში და დათვის ტყავისგან დამზადებული მათრახი უნდა იწვნიოს საკუთარ ზურგზე, თითო დარტყმაში კი სოლიდურ თანხას გადაუხდიან.
მწერალი თანხმდება ამ უცნაურ სამსახურს, მაგრამ ბიზნესმენის წარმოსახვა მდიდარია.
მოთხრობა პოლიტიკური ეპატაჟისა და სარკაზმის მცირე ნიმუშია. პერსონაჟების მოკლე დახასიათება, არქეტიპული აღწერა „ფაუსტის“ კარიკატურულ ასოციაციას იწვევს

 სიტყვების რაოდენობა: 2228

კიდობანი სინოფსისი

კიდობანი
სინოფსისი

საქართველოში ტერორისტებს ამზადებენ. ისლამური ვაჰაბიზმი რელიგიურ განმანათლებლობას ეფარება. მორწმუნე ბიჭს, ვისაც გულით სწამს ალაჰის, ავლაბარში ეკლესიის აფეთქებას უბრძანებენ. ეკლესიაში კი რვა ადამიანი დგას, ვინც ამ კონკრეტულ წუთამდე გარკვეული ცხოვრების გზით მოვიდა.
როგორ ამზადებენ ტერორისტებს იდეოლოგიურად და როგორ შეიძლება ადამიანი იქცეს ყველაზე საშიშ იარაღად რელიგიას ამოფარებული ექსტრემისტების ხელში. „ახალი ადამიანები“ ამაზე მოგვითხრობს.



სიტყვების რაოდენობა: 20760

ჯვარცმობანა (სინოფსისი)

ჯვარცმობანა
სინოფსისი

იცოდით, რომ იესო ქრისტე ბავშვობაში იმ ორ ავაზაკთან ერთად იზრდებოდა, რომელიც მის მარჯვნივ (ტიტე) და მარცხნივ (დუმახი) აცვეს ჯვარს? ან ის თუ იცოდით, რომ ბავშვობაში, როცა სამივენი თამაშობდნენ, ქრისტე წარმოსახულ ჯვარზე წვებოდა და მეგობრებს ეუბნებოდა, რომ ის ღმერთის შვილია?
მერე დუმახი მისი მიმდევარი გახდა, ტიტეს კი ღმერთის არსებობისა არც კი სჯეროდა, მაგრამ როდესაც სამივენი ჯვარზე გააკრეს და ზეციდან არავინ ჩამოსულა საშველად, დუმახმა ბავშვობის მეგობარს ლანძღვა დაუწყო, ტიტემ კი აღიარა.


სიტყვათა რაოდენობა: 3125

შენ (სინოფსისი)

შენ
სინოფსისი

მოთხრობა წარმოადგენს პოსტსაბჭოური საქართველოს სამეზობლო ინსტიტუტის პაროდირებულ მოდელს. მწერალი კომიკურად ხატავს 9 პერსონაჟს, რომელთა ამბებიც უცნაურად იკვეთება კორპუსის საერთო კრებაზე.
რა საერთო შეიძლება ჰქონდეთ ნარკომანს, სექტანტს, ციხეში ძალადობის მსხვერპლს, მსუბუქი ყოფაქცევის ქალს, სხვისი ცხოვრებით ზედმეტად დაინტერესებულ თვითნასწავლ „დეტექტივს“ და საბჭოთა კავშირის დაშლით ტრავმირებულ ყოფილ კომუნისტს? ამას მოთხრობაში წაიკითხავთ.


სიტყვების რაოდენობა: 9901

Hello, ამერიკა (სინოფსისი)

Hello, ამერიკა
სინოფსისი

რას იზამს 19 წლის ბიჭი, რომელსაც ცუდი განათლება აქვს და საკუთარი ნათესავი შეუყვარდება? რა თქმა უნდა, ამერიკაში წასვლაზე იოცნებებს. ამერიკა ხომ ბევრის თვალში ოცნებების ახდენის ქვეყანაა, სადაც არც განათლება გჭირდება, არც მუშაობა, მთავარია ფეხებს შორის ისეთი სიგრძის ღირსება გეკიდოს, როგორც ყვიბისელ ბესოს აქვს, რადგან ჯეკ ნიკოლსონი ხომ რომელიღაც ფილმში ამბობს...

სიტყვების რაოდენობა: 1621


Friday, January 16, 2015

ადამიანის ქალაქი

ადამიანის ქალაქი

დორისი დილიდანვე შეუძლოდ იყო და მსახურებს ლაპარაკი აეკრძალათ. ჩახველებაზეც კი ოცი როზგი იყო სასჯელი. აუტანელმა სიჩუმემ გააღვიძა იროდი და სიზმრიდან გამოყოლილმა უჟმურმა განწყობამ თავი აატკია. ცხვირთან სისველე იგრძნო. ხელი მოისვა, სისხლი მოსდიოდა. საწოლთან დადგმული ტუმბოდან სიგარეტი აიღო და ის-ის იყო უნდა მოეკიდებინა, რომ გაახსენდა, ლოცვა ჰქონდა წასაკითხი. გაჭირვებით წამოდგა, ფეხები დაიბანა, თალესი დაიფარა და თვრამეტი ქებათა-ქება წაიკითხა.
თვითონაც ებრაელობდა. წვერს ატარებდა და თალეს-კორტნი ეცვა ტანსაცმლის შიგნით, მაგრამ ამ ჯიშს რას გამოაპარებდი? ჰაიასტანიდან ჩამოთესლებულს ზიზღითა და აგდებით უყურებდნენ. პირში კი ყველა უცინოდა, მაგრამ ზურგს უკან... ზურგს უკან ხომ იცოდა რასაც ლაპარაკობდნენ მასზე?!
“მოიდე ანი... მოიდე ანი...” – ჩურჩულებდა თავისთვის და გულდამძიმებული რაღაც, განსაკუთრებულად ცუდის მოლოდინში იყო.
ლოცვას მორჩა და აივანზე გავიდა. ხელისგულივით ჩანდა მთელი იერუსალიმი და მისი შემოგარენი. მოსწონდა ამ აივანზე დგომა, განსაკუთრებით ღამით, როცა განათებულ ქალაქს უყურებდა. სად ჰქონდათ ასეთი ქალაქი აქამდე, ან ქუჩები, ნაგვით სავსე რომ იყო, განა ასე კრიალებდა? ეს ხალხი დაუნახავია! – წყენით ჩაილაპარაკა თავისთვის. რაც გინდა გაუკეთო, დაუნახავები არიან. მათი ყველა ჩვეულება მიიღო, ისინი კი დორისთან უკანონო კავშირს ვერ პატიობენ. ის, რაც მათთვის უკანონო იყო, იროდისთვის კანონიერად ითვლებოდა. დორისს ცოლს ეძახდა, თმიან და ფეხებდახლართულ მარიამნას კი საყვარელს.
ქვემოთ ჩაიხედა და თავის ახლადგარეცხილ ბენტლის გადააფურთხა. ჩავა და ამის გამო გააროზგინებს რომელიმე ებრაელ მსახურს -  ესეც მისი შურისძიება!
დერეფანში სიჩუმე იდგა. ბნელი და გრძელი ტალნები შემზარავად დუმდნენ.
_ ეეეი! – დაიღრიალა იროდმა და კედლებმა ექო გამოსცა “იეე, იეე...” _ შამაი!
მსახური მის მარჯვენა ხელთან ამოიზარდა. თავდახრილი იდგა. მეოთხედმთავრის ჯორჯ რეჩის შავ ფეხსაცმელს აკვირდებოდა.
იროდს ეზიზღებოდა ელამი შამაი. ყოველი კერძის გასინჯვის წინ შიში იპყრობდა, ვაითუ მომწამლოსო, მაგრამ ისიც იცოდა, რომ მასზე სანდო მსახურის პოვნა იერუსალიმში შეუძლებელი იყო.
_ როგორ ხარ, შამაი?
_ მადლობა იროდს და ღმერთს! – მარმარილოს იატაკს შუბლი დაადო კაცმა და რეჩის ფეხსაცმელს მსუბუქად აკოცა.
_ რა სიჩუმეა?
_ ქალბატონია შეუძლოდ და...
იროდს გულმა რეჩხი უყო. ავი სიზმარი გაახსენდა და დორისის საძინებლისკენ წავიდა.
_ სამი აღმოსავლელი მოგვია მოსული, თქვენი ნახვა სურთ! – დაადევნა შამაიმ და ისევე გაქრა, როგორც ამოიზარდა რამდენიმე წუთის წინ.
დორისი მიბნედილი სახით იწვა. დროდადრო დამპალი კვერცხის სუნს ამოაბოყინებდა ხოლმე. მსახური ამონაბოყინებულ ჰაერს მარაოთი ანიავებდა, რომ სუნს ქალბატონი არ შეეწუხებინა. იროდმა ქალის მოღიავებულ მკერდს შეავლო თვალი და ეჭვით გახედა მსახურს. სახე აელეწა, თუმცა გაახსენდა ეს უკანასკნელი საჭურისი რომ იყო და დამშვიდდა.
_ რა გჭირს, ჩემო დედოფალო? – მიეფერა.
_ ბევრი მომივიდა! – სახე დაეჭყანა ქალს საჭმლის გახსენებაზე და ისევ ამოაბოყინა.
იროდი გაბრაზდა. ექიმმა მკაცრი დიეტა დაუნიშნა დორისს, ის კი მუცელღორობას ვერ შეეშვა. გამოსაჩეკად გამზადებულ წიწილებს კვერცხშივე ახარშვინებს და თოთოებს, ჩანასახოვან ბუმბულიანად ჭამს. თან ჭამს განა ერთს ან ორს – ათ ცალს ერთ ჭამაზე.
აღარაფერი უთქვამს. მსახური მინერალურ წყალზე გააგზავნა, თვითონ კი მისაღები ოთახისკენ წავიდა.

მოგვები ერთმანეთზე დაბლები იყვნენ. უზარმაზარი თავები და მოკლე ხელები ჰქონდათ. დახლართულ ტანიანები თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს ჰგავდნენ.
იროდი მისთვის განკუთვნნილ სკამზე დაჯდა და ხელით თავისკენ მიიხმო სტუმრები.
ორმა ენა არ იცოდა, მესამემ გაჭირვებით, მაგრამ მაინც აუხსნა ჩამოსვლის მიზეზი და იროდიც მიხვდა, სად და როდის აუხდა ცუდი სიზმარი.
მოგვები ვარსკვლავს გამოჰყვნენ, რომელმაც მათ იუდეის მეფის დაბადება აუწყა.
იროდმა სასწრაფოდ დაითხოვა სამივე. მათ მიერ მოტანილი ქრთამიც არ აიღო და სასრგებლო ინფორმაციისთვის თავადვე დაასაჩუქრა სტუმრები. თუკი რამეს შეიტყობთ, მეც გამაგებინეთო, დააბარა და ერთ-ერთი თავის სასტუმროში დააბინავა.
მაშ დრო მოვიდა? ჯერ კიდევ სამი წლის წინ უთხრა სასახლის მთავარმა კაბალისტმა, “აღთქმის ფიქალებში”, “პარდესში” და “აგადაში” წერია, რომ იუდეის ბეთლემში, იქ, სადაც თავის დროზე ქრისტე იშვა, ახალი ქრისტე დაიბადებაო.
ნუთუ ყველაფერი მეორდება ამ ქვეყნად? ნუთუ ყველაზე დიდი ურწმუნო მართალი იყო?
იროდმა მძღოლი გამოიძახა და ქალაქში გასვლა გადაწყვიტა. ტაძრების შესასვლელებთან უკვე გამოეკრათ მომავალი მესიის ამოსაცნობი ნიშნები, -  გენიალოგიიდან დაწყებული, თვალების ფერით დამთავრებული. სიტყვებიც კი, რომელსაც ის იხმარდა, იგავები (თავისი განმარტებებით) და ასე შემდეგ. აფიშები არაფერს იუწყებოდნენ იმის შესახებ, რაც მხოლოდ იროდმა იცოდა:  მესიასთან ერთად ანტიმესიაც უნდა დაბადებულიყო, მაგრამ აი, მისი ამოსაცნობი ნიშნები კი არავინ იცოდა. ცნობილი მხოლოდ ის იყო, რომ ანტიმესიას ზურგზე სვირინგივით ამოტვიფრული ხუთქიმიანი ვარსკვლავი ექნებოდა და მასში დიბუკი ჩასახლდებოდა.
როგორ უნდა განასხვაოს ხალხმა ნამდვილი ყალბისგან? იქნებ ცრუმ ჭეშმარიტი მესია გაანადგუროს და მერე თავად გაბატონდეს? თავად იროდსაც ჩამოაგდებს და ხალხსაც დაღუპავს.
“უმჯობეს არს ერთი მცირედთაგანის...” გაახსენდა სადღაც წაკითხული თუ მოსმენილი და ამ სიტყვების მთელი სიმართლე შეიგრძნო.
თუ (ვთქვათ და) თავისი შორეული წინაპრის საქციელს გაიმეორებს, რას მოგვცემს ეს? სავარაუდოდ ისევ გადარჩება ახალშობილი მესია, მაგრამ რა შანსია რომ ცრუქრისტეს ხაფანგში მოიმწყვდევს? თანაც, ახლა ძველი დრო არ არის, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციები აყვირდებიან და აკივლდებიან, რომელიმე ყრმას რომ თითი დაადოს. სამყაროშიც ბოროტება მეფობს, განა უფლებას მისცემს ვინმე რომ მან, რიგითმა მეოთხედმთავარმა ანტიქრისტეს წინააღმდეგ გაილაშქროს?
მანქანიდან გადმოსულს ტაშით და ყვავილებით შეხვდნენ. თავისი გამოჩენით ხშირად არ ანებივრებდა ხალხს. ყალბად დაუქნია ხელი და ტაძარში შევიდა. შესასვლელთან გამოკრულ უზარმაზარ პლაკატს თვალი მოჰკრა თუ არა, გუნება წაუხდა. სწრაფი ნაბიჯით ჩაუარა და მღვდელთმთავარ ანნას მიესალმა.
ანნამ უკვე იცოდა მოგვების შესახებ. სამღვდელთმთავრო ჯაშუშები მათ საზღვრის გადმოკვეთის მერე უთვალთვალებდნენ. იროდმა სასახლის მთავარი კაბალისტის დასკვნა დაუდო წინ. ანნას სახეზე დაეტყო ის, რასაც ამ კაცზე ფიქრობდა. წლების მანძილზე უკიჟინებდა მეოთხედმთავარს ეგ არიმანის მსახური გვერდიდან მოიშორეო. დიდად არც იროდს უყვარდა კაბალისტი, მაგრამ თალმუდის განმარტებები მასზე უკეთ არავინ იცოდა.
მღდელთმთავარმა თვალი გადაავლო დასკვნას, კოკა-კოლა მოსვა, ჩაახველა და თქვა;
_ რას აპირებ?
_ როგორც მაკურთხებთ, რაბბი!
ანნას მიაჩნდა, რომ არ შეიძლებოდა იმავე შეცდომის განმეორება, რაც ორი ათასი წლის წინ დაუშვეს. დრო იყო ხორბლისა და ღვარძლის გარჩევა ესწავლათ, მაგრამ ცრუ მესიის გამოჩენისთვისაც უნდა შეეშალათ ხელი, ბოროტების აღზევება რომ არ შემდგარიყო.
_ ისევ ჩვილების გაჟლეტვა?
_ ჩვენ ვერ ვიტვირთავთ კაცის კვლის ცოდვას, იროდ. ღმერთის წინაშე როგორღა გავმართლდეთ მერე? ან როგორ დავხოცავთ ბავშვებს? ერთი ფაქტიც რომ გამჟღავნდეს, მსოფლიოს ყველა ტელევიზია და პრესა აქ გაჩნდება და იქნებ სანატრელიც გაგვიხდეს ჯოჯოხეთი! ისიც დაუშვებელია ბოროტებას არ აღვუდგეთ წინ, ბოროტი ნერგი ჩანასახშივე უნდა მოისპოს და მოიძირკვოს.
_ რაბბი, შენ იცი, რომ მას შემდეგ, რაც თქვენი რწმენა მივიღე, თქვენი ღმერთი ვაღიარე და თქვენი ხალხი შევიყვარე, თავიც და თანამდებობაც ამ ხალხს მინდა შევწირო. მან ხომ იცის, რომ ჩემი განზრახვა არ არის ბოროტი, მე ვიტვირთებ...
_ თუკი თავის დროზე ეგვიპტეში განარიდეს ი გ ი, განა ცრუმესიის მშობლები ვერ მოახერხებენ ამას? სხვა რამეს გთავაზობ – შენს ხელშია ძალაუფლება და ნებაც გაქვს საამისოდ, გამოიყენე გავლენა და საყოველთაო აბორტი გამოაცხადე. დაე, დედებმა საკუთარი ხელით დახოცონ შვილები. ამით ჩვენც ავირიდებთ ცოდვას და საქმეც გაკეთდება.
_ რაბბი, რომელი დედა მოიკლავს შვილს მუცელში? თან ახლა, როცა ქვეყანაში მესიის მოლოდინია. ყველა ოჯახში ელიან ნამდვილ ქრისტეს.
ანნამ ტაძრის ეზოში მოფუსფუსე ხალხს გახედა და მარჯვენა ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს გაუხახუნა.

2.
“ეკონომიკის ათი ძირითადი კანონიდან ერთ-ერთის თანახმად, ქვეყნის მატერიალური კეთილდღეობა პირდაპირპროპორციულია დემოგრაფიასთან. ავიღოთ ჩინეთისა და აფრიკის მაგალითი. მას შემდეგ, რაც ჩინეთში მკაცრად კონტროლირდება შობადობა (სხვათაშორის ამის ხელშემწყობი პირველ რიგში გენდერული თანასწორობა და ქალთა დასაქმებაა) ეკონომიკა წინ მიიწევს. ამის ანტიპოდია ცენტრალური აფრიკის ქვეყნები, სადაც შობადობა არაკონტროლირებადია, შესაბამისად, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის რიცხვი ძალიან მაღალია. ჩვენს ქვეყანას აქვს საიმისო ამბიცია, რომ პრეტენზია ჰქონდეს მსოფლიოს მოწინავე ქვეყანათა რიცხშვში შედიოდეს და არა მხოლოდ შედიოდეს, ლიდერობდეს კიდეც. საამისოდ კი, მოგეხსენებათ საჭიროა ყველა იმ კრიტერიუმის დაცვა, რაც...

იროდი კმაყოფილი უყურებდა ტელევიზორს. მასმედიის საშუალებით ორ კვირიანმა მასობრივმა შეტევამ ხალხის ცნობიერებაზე შედეგი გამოიღო. ყველა ბილბორდი, სარეკლამო ჭრა, მაღაზიის ვიტრინები, ინტერნეტსივრცე და ჟურნალები აჭრელებული იყო სლოგანით, რომელიც თავად იროდმა მოიფიქრა: “დაეხმარე ქვეყანას, ორი წელი ნუ გააჩენ შვილს!”
ხალხი აღშფოთებული შეხვდა ინიციატივას. გაიმართა მიტინგები,  გამოსვლები, სატელევიზიო დებატები, მაგრამ მეოთხედმთავარმა იცოდა, რომ ყველაფერი ეს მის წისქვილზე ასხამდა წყალს, პირადი მაგალითის მისაცემად ოფიციალურ ცოლს, მარიამნას, პირველს გააკეთებინა აბორტი, რითაც დაამტკიცა, რომ ხელისუფალი ყველაფერში მაგალითი უნდა იყოს. პარლამენტმა გადაწყვეტილება მიიღო – ყველა მშობიარეს ჯარიმა დაეკისრა სამასი ათასი შეკელის ოდენობით, ხოლო დედას, რომელიც აბორტს გაიკეთებდა, ორ ამდენს უხდიდნენ კომპენსაციის სახით. სახელმწიფო ბიუჯეტიდან შვიდი მილიარდი შეკელი გამოიყო ამ პროექტის დასაფინანსებლად, რომელსაც საერთაშორისო მასმედიამ “ყველაზე უცნაური ახირება” უწოდა.
აიკრძალა ქვეყნიდან ორსულთა გადინება, სამაგიეროდ მოიმატა ფეხმძიმეთა შემოსვლამ, რათა აბორტი გაეკეთებინათ და კომპენსაცია მიეღოთ. სამშობიაროების სანაგვე ურნები დედის მუცელშივე მოწყვეტილი ნაყოფებით გაივსო. ქალაქი აქოთდა, მაგრამ სიმშვიდემ დაისადგურა – აღარსად ისმოდა ჩვილების ტირილი.
იროდი კმაყოფილი იყო. ის, რაც ვერ შესძლო ღმერთმა, მან განახორციელა – ცრუმესიის დაბადება გამორიცხული იყო!

3.
დორისი სამი დღე მშობიარობდა. ამ სამ დღეში დაბერდა და გაახალგაზრდავდა. ერთხელაც არ წამოუკივლებია ისე გააჩინა.
ბავშვი სამი კილო და სამასი დაიბადა. გოგო. სიგრძით ორმოცდათერთმეტი სანტიმეტრი, ზურგზე სვირინგივით ამოტვიფრული ხუთქიმიანი ვარსკვლავით.
იროდმა დაინახა თუ არა მიხვდა რასაც დაარქმევდა “ანტიპატრი. მისი სახელია ანტიპატრი და ის იმეფებს!”

ლილი

lili
variacia j. joisis Temaze


saabazanoSi wveTavda? _ araa! axsovda, onkani kargad rom daketa, magram xma xom aSkarad iqidan ismoda?!
adga. Custebi ver ipova da fexSiSvelam gairbina civ iatakze. onkani xelebis faTuriT Seamowma da mSrali iyo. cera TiTebi aamoZrava da SeaJrJola. saabazanoSi ufro bneloda da SeSinebuli, kankaliT gaiqca sawolisaken. logini odnav gaciebuliyo, sabani gadaweuli darCa da gaciebuliyo. Caxta Tu ara, moikunta da Tavi SigniT Cayo. or wuTSi gaTba da nel-nela fexebis gaSlac daiwyo.
“Suqi xom ar amenTo?!”
magram daezara. ra iyo saSiSi, kari urduliTac daketa, ubralod...
isev wveTavda?
mTeli ZaliT daZaba yuradReba da... isev wveTavda!
_ wveTavs da wveTavdes, ra vqna?! _ gaifiqra da meore mxares gadabrunda, magram verc iq moisvena, buzRuniT adga da isev gavida.
onkani mSrali iyo.
_ xval moZRvars movuyvebi yvelafers! _ gadawyvita da gamobrunda.
moZRvari iseTi saTno kaci iyo, masTan yovelive aviwydeboda lilis. ramdenjer misula ubralod salaparakod da xma veRar amouRia, magram mamao gverdiT moisvamda, raRacas etyoda, gaacinebda da qalic kmayofili brundeboda Sin.
Tavdapirvelad, cota morcxvobda, dabneuli Sedioda taZarSi. bevr rames (gansakuTrebiT intimur fiqrebs) malavda, magram mere TandaTan SeeCvia da dRes, ukve sruli sinanuliTa da yovelgvari mikibv-mokibvis gareSe endoboda mama sokrates:
_ wuxelisac vnaxe, mamao!.. viTom tyeSi viyavi; uzarmazari, uSvelebeli xeebi idgnen iq, mamao! xe ra gasakviria, magram TiTqos pirvelad vxedavdi. es ranairi yofila-meTqi, vambobdi da xeliT vexebodi.
mere is kaci, ara sxva kaci movida da... isev ise... iq, mindorSi... me... imasmiqna!..
 da Sendobili, Tumca odnav datuqsuli, mSvidad gamodioda taZridan.
_ marTalia ra! _ fiqrobda _ aRara var im asakis, msgavsi sizmrebi rom vnaxo; raRa dros Cemi egeTebia?!
magram uecrad acnobierebda, rom Tavs ityuebda, rom siamovnebda, rom kmayofili iRviZebda. amis aRiareba da gawiTleba erTi iyo. aRelvebuli gadaisvamda SeRebil Tmaze xels da Cqari nabijiT garboda eklesiis ezodan.
ormocdaaTi wlisa gaxldaT; Svili ara hyavda ki ara, kacis kocnac ar icoda.
mTeli sicocxle swavlasa da muSaobas Sealia da veRarc SeamCnia, rogor gaxda ocdaTxuTmetis. mere daiwyo naTesavebis moyvanili sasiZoebis dawuneba da amasobaSi, ormocdaxuTsac gadaabija. swored maSin gadawyvita, sayvarels mainc gaviCeno da sanam Sesaferis kacs ipovnida, rZalma eklesiaSi miiyvana Tavis moZRvarTan.
taZarSi simSvide iyo, sxvanairi simSvide, ara iseTi, rogoric saxlSi. Sin simartove da sicive idga. da daiwyo mama sokratesTan siaruli, sayvarlis ideam ki sruli kraxi ganicada; xolo, roca moZRvarTan aRiara, amas da amas vapirebdio, mamaom daamSvida da uTxra: Tu RmerTs nebavs mogivlens qmars, codvaSi ki ar Cadgeo.
da fiqradac ki aRar gauvlia (?) msgavsi ram, is ki arada, Tuki kaci moewoneboda, cdilobda, SiSveli aRar warmoedgina, rogorc adre; magram ramdenadac cxadSi Tokavda grZnobebs, imdenad sizmrebSi iyo survilebis mona, Tumca, wlebis matebasTan erTad, iqac iswavla Tavis kontroli: _ ukve TviTon ki aRar nebdeboda mamakacebs, aramed isini xmarobdnen Zalas da imorCilebdnen!
moZRvari ki amSvidebda: _ meti iloce, meti imarxule, ar iWorao da eg eSmakeuli sizmrebic mogSordebao.
yvela locvas kiTxulobda, rac locvanis wignSi iyo. metroSic, “goneba rom ar dafantvoda uazrod”, Tavdaxrili loculobda. cdilobda damTmobi, keTili yofiliyo, magram uecari afeTqebebi mainc icoda. SeiZleba ise gaelanZRa mezobeli, mere ori dRe sananeblad hqonoda _ es ra momividao, samagierod, rac eklesiaSi siaruli daiwyo, yvela marxvas inaxavda. marTalia, Tavidan cota ar iyos uWirda, gansakuTrebiT Sobis marxvaze, magram mere da mere SeeCvia, SeeCvia ki arada, mTeli simkacriT epyroboda Tavsac da jemalisac da Tumca moZRvarma uTxra, saWiro araa jemalmac imarxuloso, am erTxel ar daujera sulier mamas da Tavisi gaitana.
gazafxulze sami weli xdeboda, rac jemali lilisTan cxovrobda. erTi bewo iyo, roca moiyvana, axla ki ise gaizarda da galamazda, kaci Tvals veRar moswyvetda. sadarbazos win, kuTxeSi, gawuwuli da aknavlebuli ipovna lilim da saxlSi waiyvana; dabana, daasufTava da radgan yvela nacnobma uari Tqva ujiSo katis movlaze, Tavadve daitova. kacma ar icis ratom daarqva jemali, miTumetes, rom kata dedali iyo, magram amas arca aqvs gadamwyveti mniSvneloba, mTavari isaa, rom adamianiviT Seiyvara da aki adamianiviT aSimSilebda kidec!
_ mTels Cems samezoblos da sanaTesaos mirCevnixaro, efereboda knuts da ise anebivrebda, rogorc ayvanil Svils, magram Tu saWiroeba moiTxovda, sjida kidec.
xsnilobisas, Tevzs da saukeTeso rameebs yidulobda da servizis TefSiT miarTmevda xolme jemalis, romelic, unda aRiniSnos, rom didad ar afasebda patronis eklesiurobas. patroni ki aTive mcnebas icavda (cdilobda yovel SemTxvevaSi) da mTeli gulmodginebiT inaniebda uneblie Secodebebs.
rac Seexeba Woraobas, visTan unda eWorava? _ naTesavebTan iSviaTad dadioda, megobrebi ar hyavda, mezoblebTan ki TiTqmis ar hqonda urTierToba. erTaderTi adgili, sadac met-naklebad daiareboda, Zmis ojaxi iyo. rZali morwmune gaxldaT da Tu SemTxveviT romelime wamoiwyebda laqlaqs, meore mTeli seriozulobiT aCerebda: _ ar gvinda, RmerTia mowame, ar gvindao da Cerdebodnen.
mxolod ZmiSvilebTan iyo SedarebiT Tavisufali. isini SesvlisTanave kiserze ekidebodnen da mamida movida, mamida movidas ZaxiliT ukan dasdevdnen. lilis guli uCuydeboda am scenis danaxvisas da cremlmoreuli, malimal kocnida bavSvebs, bavSvebi ki kanfetebs Txovdnen da zogi jibeSi uZvreboda, zogic _ CanTaSi. da lilic, sazeimo saxiT iRebda CanTidan Sokolads, an burbuSelas da anawilebda.
xandaxan ufiqria, netav saCuqrebi rom ar mimqondes, Tu veyvarebio, magram arasodes Seumowmebia es!
rZali ki: _ rad gindoda, giWirs Senc! _ eubneboda calybad da oTaxSi Sehyavda.
magram ZmiSvilebi Zmis saxlSi iyvnen kargebi, xolo im iSviaT dReebSi, roca masTan modiodnen stumrad, pirdapir autanlebi xdebodnen. erTi sawolze xtunaobda, meore jemalis dasdevda, mesame wignebs yrida Tarodan da gabrazebuli lili, bolo-bolo iyvirebda: _ gaCerdiT! rZals swyinda es “gaCerdiT” da dasarCenad mosulebi midiodnen. mere mTeli ori kvira gabutulebi iqnebodnen da bolos isev lilis aRar mouTmenda guli, “daitvirTeboda” da estumreboda. rZali Cveulebrivad xvdeboda, is ki arada _ ukeTesadac, imis niSnad, rom mogiteveo. da lilic, yovel dRe midioda ZmasTan, sanam erTxelac rZali, odnav civad (SeiZleba lilis eCveneboda) ar daxvdeboda. mere mTeli ori kvira daikargeboda da wesisamebr, yovel mexuTe dRes daiwyebda siaruls.
da im diliTac adre adga. Caicva, isauzma da eklesiaSi gaiqca. mamaos bevri xalxi hyavda, Tanc niSnoba iyo da saubari xvalisTvis gadado.
dRes ra dRea? _ SabaTi, ara? oTxSabaTi, xuTSabaTi, paraskevi, SabaTi! _ TiTze daiTvala da maRaziaSi Sevida. maRaziaSi marto Zviriani nuga hqondaT da orasi grami aiRo.
metromde fexiT Caval! _ gaifiqra da mokleze wavida. gzaSi wuxandelze fiqrobda. sizmari ar unaxavs, mara is akviatebuli xma ra iyo netav?!
molandebebi xom ar damewyo, ra vqna?! _ gaifiqra da wamiT Sedga. mere pirjvari gadaisaxa da erTi “mamao Cvenoc” Tqva.
roca Jetons uSvebda, cialas moyvanili sasiZo gaaxsenda ratomRac _ maRali, tlanqi kaci! soflidan iyo da xelebi tlanqad ewyo muxlebze. maSin lilis mis frCxilebSi dagrovili WuWyi SeZagda, magram uari sxva mizeziT Tqva.
ratom gaaxsenda da raRa maincadamainc is da aq?
im WuWys me TviTon amovuwmenddio, gaifiqra da eqskavatorze Sedga.
vagonSi bevri xalxi iyo. uknidan viRac sqeli kaci ise miawva, lamis miaWylita. undoda uxeSad eTqva rame, magram ratomRac gadaifiqra. kaci Tvals ar aSorebda, avxorculad uyurebda da tuCebs awklapunebda.
Tavxedia! _ gaifiqra da gverdiT gaixeda, magram Tvali mainc gaurboda. fiqrebSi Tavi dasaja da iqeT rom aRar gaexeda, erT wertils CaaSterda uazrod.
or gaCerebaSi kacic Cavida da daisvena.
“mgoni, cota nasvamic unda yofiliyo!”
roca xalxi SeTxelda, viRac Suaxnis mamakacma adgili dauTmo. lili daibna. jer ar jdeboda, magram kacma xeli nidayvs zemoT frTxilad mokida xeli da esec dajda.
“isev Cvens Taobas SemorCa zrdiloba, Torem aba axlandeli axalgazrdoba dagiTmobs adgils?” _ gaifiqra oficialuri toniT da im wamsve dafeTda: _ am kacmac asakis gamo xom ar?!.
Aaraa! masze ufrosic iqneboda. “ubralod, zrdilobiania da morCa!”
roca mis gverdiT adgili gaTavisuflda, kaci miujda. lili SeiSmuSna. rodesac win edga ara uSavda, axla ki gaxedvac ki euxerxuleboda.
vaime, mgoni madlobac ar miTqvams! _ gaifiqra da ucbad miubrunda: _ gmadlobT batono... weRan rom...
da kacic gamoelaparaka, magram or gaCerebaSi Cadioda lili.
da winaswar adga, daemSvidoba da karTan dadga imediT, rom... raRacis imediT.
da roca zurgs ukan kari daiketa, mobrunda da dainaxa kaci, xels rom uqnevda, magram vagoni wavida da TviTonac wavida.
rodesac zari dareka, scada gaeRima. tansacmeli gaiswora da CanTa...
CanTa!
CanTa vagonSi darCenoda!