Friday, January 23, 2015

რამდენიმე სიტყვით (სიყვარულზე სინოფსისი)

რამდენიმე სიტყვით სიყვარულზე
სინოფსისი

სადაა უსიყვარულობის სათავე? ნამდვილად გვიყვარს კი ისინი, ვინც გვიყვარს და როგორ გავარჩიოთ სიყვარული თავკერძობისგან?
შეიძლება თუ არა საკუთარი დაწერილი ნაწარმოებები თერაპიის და დაკვირვების საგანი გახდეს? რა მოხდება, თუ მწერალი პერსონაჟი გახდება და უკვე დაწერილი ნაწარმოებების გადაკეთებას ტექსტებში შესვლით დაიწყებს? შეუძლია სიყვარულს შეცვალოს სამყარო, თუ სამყაროს შეუძლია შეცვალოს სიყვარული?
თქვენ წინ ნამდვილი პოსტმოდერნისტული გართობა გელით. იმოგზაურებთ ნაწარმოებიდან ნაწარმოებში, პერსონაჟიდან პერსონაჟში, წიგნიდან რეალობაში. სად იწყება რეალობა და სად მთავრდება გამონაგონი, როდესაც მწერალი სიმართლეს და შეთხზულს ერთმანეთში აურევს?


სიტყვების რაოდენობა: 11085

No comments: