Friday, January 23, 2015

ჯვარცმობანა (სინოფსისი)

ჯვარცმობანა
სინოფსისი

იცოდით, რომ იესო ქრისტე ბავშვობაში იმ ორ ავაზაკთან ერთად იზრდებოდა, რომელიც მის მარჯვნივ (ტიტე) და მარცხნივ (დუმახი) აცვეს ჯვარს? ან ის თუ იცოდით, რომ ბავშვობაში, როცა სამივენი თამაშობდნენ, ქრისტე წარმოსახულ ჯვარზე წვებოდა და მეგობრებს ეუბნებოდა, რომ ის ღმერთის შვილია?
მერე დუმახი მისი მიმდევარი გახდა, ტიტეს კი ღმერთის არსებობისა არც კი სჯეროდა, მაგრამ როდესაც სამივენი ჯვარზე გააკრეს და ზეციდან არავინ ჩამოსულა საშველად, დუმახმა ბავშვობის მეგობარს ლანძღვა დაუწყო, ტიტემ კი აღიარა.


სიტყვათა რაოდენობა: 3125

No comments: