Friday, January 23, 2015

მღვდელი (სინოფსისი)

მღვდელი
სინოფსისი

მთიან სოფელში ოჯახი ლოგინად ჩავარდნილ მოხუც ქალს ვეღარ უვლის. შვილი დედის პატრონობის უცნაურ ხერხს მიმართავს და მის გათხოვებას გადაწყვეტს, მზითევში კი მიწას და ზედ მდგარ პატარა სახლს ატანს. სოფლის მღვდელი, ერთი მოჩხუბარი და მსმელი, მაგრამ პატიოსანი კაცია. ის ცდილობს სოფელს გადაათქმევინოს უცნაური ახირება, მაგრამ ხალხს დროსტარება და ქეიფი უნდა. სასიძო მალე გამოჩნდება, ახალგაზრდა უსახლკარო კაცი, მეზობელი სოფლიდან.
ქორწილი მხიარულად ჩაივლის. მთვრალ სიძეს დედოფალი ხელში აყვანილი მიყავს, როცა ბონდიდან მდინარეში გადაუვარდება. მოხუცი დაიხრჩობა.
მოთხრობა კლდიაშვილის ნაწარმოებების ალუზიაა.

სიტყვების რაოდენობა: 1298

No comments: